ჩაფლავებული მთავრობის კრიზის მენეჯმენტი! – ამ შინაარსის პოსტს, “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც კაპანაძე წერს, მთავრობას 2021-ის ბიუჯეტში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხა არ გამოუყვია.
“919 ახალი შემთხვევა.
25-ზე რომ კარანტინი გამოცხადდა, მანქანებში წინ ჯდომა აიკრძალა, ქუჩებს რეცხავდნენ ისტერიულად, ონლაინ ვაჭრობა აიკრძალა, სკოლები და უნივერსიტეტები დაიკეტა, ყველა ფრენა გაუქმდა, კომენდანტის საათი დაწესდა, ჯარი რომ სიცხეს ზომავდა და ავტობუსები და მარშუტკები აიკრძალა… ოპოზიცია ვირუსის მხარეს არისო, რომ გვიყიჟინებდა სამთავრობო პროპაგანდა…. ეს ხომ გვახსოვს?
ახლა 919-ის შემთხვევაში რა ხდება? ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რამე? ნუ, გარდა ისევე ყიჟინისა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ გარეჯი გავყიდეთ.
ააა. ის ხდება, რომ უბრალოდ არჩევნებს ელოდებიან, იქნებ კორონამ უშველოს და ხალხი არ მივიდეს და გაძვრნენ?
და მერე რა ხდება? ერთი წამით დავფიქრდეთ მერე რა უბედურება დაიწყება, ეს რომ მართლა ასე მოხდეს. დავფიქრდეთ მერე ლარს რა მოუვა, ეკონომიკა როგორ კიდევ უფრო დაგვექცევა, ვალები რომ ავიღეთ მილიარდობით და ლარის გამყარებაში ჩავაქციეთ და ლარი მაინც გაიქცა, ამ ფულს როგორ გადავიხდით? დავფიქრდეთ, რომ 2021-ის ბიუჯეტში კორონას წინააღმდეგ საბრძოლველად 0 ლარი ჩადეს. დავფიქრდეთ. ახლა, როგორც არასდროს გვმართებს დაფიქრება.
(აქ უნდა იყოს უცენზურო სიტყვა) ჩაფლავებული მთავრობის კრიზის მენეჯმენტი!
კარგად ჩანს, ვინ არის კორონას მხარეს და ვის უხარია ახლა ეპიდემიური მდგომარეობის გამწვავება. ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ოღონდ ბელადმა ძალაუფლება შეინარჩუნოს”, – წერს კაპანაძე.