ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპის შვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა განაცხადა.

პირველი ლედის ინფორმაციით, 14 წლის ვაჟს, ბარონს ინფიცირების პერიოდში სიმპტომები არ აღენიშნებოდა და განმეორებით ჩატარებული ტესტის პასუხიც ნეგატიური იყო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით პრეზიდენტი და პირველ ლედი დაინფიცირდნენ. დონალდ ტრამპმა საავადმყოფოში სამი დღე გაატარა. მისი და მელანია ტრამპის განმეორებითი ტესტების პასუხები უარყოფითი იყო.

იტვირთბა....