ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა.

„2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა.

მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. 

იტვირთბა....