მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული ადამიანები, დარიცხული ხელფასის მიუხედავად უმუშევრობის კომპენსაციას მაინც მიიღებენ.
„კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ: ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;
ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა“ – აღნიშნულია მთავრობის 13 ოქტომბრის დადგენილებაში.