„ივერი მელაშვილი იყენებდა ყველა რუკას, რომელიც ჩვენთვის საზიანო იყო და რუკას, რომელიც ხელმოწერილი იყო და ორივე მხრიდან აღიარებული, უარყოფდა. კაცი, რომელიც ცენზით არის მიწათმომწყობი და არ ჰქონდა უფლება, ემუშავა სახელმწიფო საზღვარზე, წამყვან სპეციალისტებს ეუბნებოდა, ეს რუკა არ ვარგაო, სხვა არგუმენტი, ამის იქით, არ ჰქონდა. ეს დოკუმენტი გავუგზავნეთ უცხოურ ფირმას, რომელიც არის მოწინავე იურიდიული კომპანია მსოფლიოშ და მონაწილეობას იღებდა ამ ტიპის დავებში. მათ გვითხრეს, რომ ამ დოკუმენტებით სახელმწიფო აბსოლუტურად წელგამართულია“.
არქიმანდრიტი კირიონი, დავით გარეჯის საქმე
„პალიტრანიუსის ეთერი“