ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაიწყო

14 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაიწყო, რომელზეც საქართველოს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი იუნონა გურული წარადგენს.

ბევრი სხვა ღონისძიების მსგავსად, პანდემიის გამო, წიგნის ბაზრობა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტში საქართველო ორი ღონისძიებით წარდგება.

17 ოქტომბერს Bookfest Digital-ის ფორმატში ონლაინრეჟიმში საქართველოს და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართება.

საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში 1990-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობს.

იტვირთბა....