ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მივმართავ ყველას, ვინც COVID-19 გადაიტანა, ჩააბარონ პლაზმა“

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება, გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა COVID ინფიცირებულებისთვის.

მან „დღის კურიერის” ეთერში იმ ადამიანებს, ვინც COVID ინფექცია უკვე გადაიტანა სთხოვა, მივიდნენ და ჩააბარონ პლაზმა.

„საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს ინოვაციური მიდგომა გამოიყენა. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ. ჩვენ ეს პლაზმა 6 შემთხვევაში გამოვიყენეთ, მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში და ყველა მათგანი გადარჩა. დონორები არ გვყავს. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა. ამით სიცოცხლეს გადაარჩენთ, განცდა მთელი ცხოვრება გაგყვებათ,”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....