“მთავრობის პროპაგანდის ხაზია, რომ ოპოზიცია ამბობს, გარეჯი საქართველო არ არის და ამას დაემატა, თურმე კუბილიუსი ამბობს, რომ გარეჯის თემა სასაცილოა. საბოლოო ჯამში სასაცილო ის არის, რომ ეს ჩაფლავებული მთავრობა 21-ე საუკუნეში ცდილობს საბჭოური პროპაგანდით მოიგოს არჩევნები – ააგორეს მგრძნობიარე თემა, რომელიც თვალს და ხელს შუა აუფეთქდათ. კარტოგრაფების საქმე ქართული ოცნების პოლიტიკურ კუბოზე უკანასკნელი ლურსმანი იქნება.”
სერგი კაპანაძე – “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი
არნიშნულით კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა.
თალაკვაძის განცხადებით, ის “გაოცებულია” ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით. თალაკვაძის თქმით, დავით გარეჯის თემა ნამდვილად არ არის სასაცილო და როცა ევროსტრუქტურის წარმომადგენელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ასეთი დამოკიდებულებით საუბრობს, მიუღებელია.
აღსანიშნავია, რომ კუბილიუსმა კარტოგრაფებისთვის წარდგენილ ბრალსა და გამოძიებას “სასაცილო” უწოდა და თქვა, რომ ოცნება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.