უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე მზადყოფნას გამოხატავს შეხვდეს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს თამაზ ურთმელიძეს. განცხადება ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა..”მეტრონომი” დაინტერესდა რატომ დადგა ურთმელიძესთან შეხვედრის აუცილებლობის საკითხი? ჩვენ პრესამსახურის უფროსს, თინათინ ბეჟაშვილს დავუკავშირდით:
მეტრონომი : უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე შეხვედრის აუცილებლობას რატომი ხედავს?
თინათინ ბეჟაშვილი: საბჭოს ფორმატში შესაძლებელია მოუსმინოს, ბატონ ურთმელიძეს თუ რაიმე აქვს სათქმელი, თორემ საჭიროების რა გითხრათ.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ გამოხატა მზადყოფნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში, ურთმელიძის სურვილის შემთხვევაში, შეხვდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს… ” – ნათქვამია განცხადებაში.