საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.
პაციენტები აჭარისა და თბილისის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული, მათი ასაკობრივი სეგმენტი 66-დან 90 წლამდეა. 4 ქალბატონია და 3 მამაკაცი.
ყველა მათგანის გარდაცვალების მიზეზი მძიმე თანმხლები დაავადებებია, კოვიდინფექციის ფონზე კი ისინი კრიტიკულ პაციენტებად მოიაზრებოდნენ.