საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. 13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე. 14 ოქტომბერს კი, წირვა – 10:00 საათზე. ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.