ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროტოკოლში ცვლილებები შევიდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროტოკოლში ცვლილებები შედის.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ კლინიკური ჯგუფის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცერცვაძის ინფორმაციით, შეიქმნება 5 მობილური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, ოფიციალური პირი.

“მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები: პირველი – მოხდა არსებული გაიდლაინის ხელახლა გავლა და მისი განახლება არსებული მოთხოვნების შესაბამისად. ეს მალე გამოქვეყნდება.

ამასთან, გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, ოფიციალური პირი.

გარდა ამისა, ორ ჯგუფში დაემატა რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, რომელთაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ კოვიდთან დაკავშირებით.

ამ ხუთი ჯგუფიდან, ერთი გაემართება აჭარაში. ეს ჯგუფი იქინება გაფართოებული, გარდა ინფექციონისტისა, რეანიმატოლოგისა და სამინისტროს წარმომადგენლისა, იქ იქნება სამი ახალგაზრდა ექიმი, პრაქტიკულად სამუშაოდ, რომ იქ, ადგილზე, პრაქტიკულად მუშაობაში დაეხმაროს.

ერთი აჭარაში წავა, მეორე – ქუთაისში, იმერეთში, ხოლო სამი ჯგუფი იმუშავებს თბილისში“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 102-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 867​​-ს შეადგენს

 

იტვირთბა....