ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და შუამდგომლობა “- ნიკა გვარამია სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმებაზე

ნიკა გვაარიამს განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს კოდექსიდან სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლის ამოღება საპატრიარქოს თხოვნით მოხდა. აღნიშნულით ნიკა გვარაია მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა,  სადაც “ოცნების” ლიდერი სამშობლოს ღალატის მუხლის გაუქმებაზე საუბრობს.

გვარამია მამუკა მდინარაძეს არაკვალიფიციურ იურისტს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

“როგორც არაკვალიფიციურმა იურისტმა და ნამუსგარეცხილმა პოლიტიკოსმა, რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძემ მოიტყუა. სამშობლოს ღალატის ყოფილი მუხლი, 307-ე იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მიუთითებდა რომელი მუხლები ითვლება სამშობლოს ღალატად, ანუ მას დამოუკიდებელი შინაარსი არ ჰქონდა.

რაც შეეხება, რატომ მოიხსნა სათაურადაც კი სამშობლოს ღალატი, გეტყვით მარტივად – ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და შუამდგომლობა რომ ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ამ ნორმით იყო დაკავებული სამშობლოს მოღალატედ არ ჩაითვალოს. ესე გვთხოვეს, რონ სამშობლოს ღალატი, ეს მძიმე კლიშე რომ მოეხსნას, იქნება ამ ნორმას შეუცვალოთ სათაურიო.

ამის გარდა, ამ ბლანკეტური ნორმის საჭიროება არ იყო, ამას ანგარიში გაეწია და მოხდა ეს ცვლილება. ნორმები, შემადგენლობები, რომლებიც მითითებული იყო დარჩა ყველა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – იურისპუდენციის სწავლა გააძლიეროს იმიტომ, რომ პოლიტიკის მიღმა დარჩება მალე და იურისტობა მაინც გამოდგება რომ პური ჭამოს. ბევრი კი აქვს ნაკეთები ფული, მაგრამ მაინც პროფესია არ იქნებოდა ურიგო, რომ შეიძინოს,”- აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ, 2007 წელს, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო მუხლი, რომელიც სახელმწიფოს ღალატს ეხებოდა.

იტვირთბა....