ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლიბანში ძაღლებს კორონავირუსით ინფიცირებულთა ამოსაცნობად წვრთნიან 

ფრანგულ-ლიბანური მკვლევართა ჯგუფების მტკიცებით, მყნოსავ ძაღლებს შეუძლიათ კორონავირუსით დაავადებული ადამიანების ამოცნობა. მათივე თქმით, ამ მეთოდის წარმატების ალბათობა 100 პროცენტია.

როგორც BBC წერს, ძაღლები ინფიცირებულ ადამიანებს მათი ოფლის სუნით ცნობენ.

მედიასაშუალების ცნობით, ამ დროისთვის წვრთნიან ლიბანის უსაფრთხოების ძალების კუთვნილ 20 ძაღლს, რომლებიც შემდეგ ბეირუთის აეროპორტში შეამოწმებენ მგზავრებს.

მეთოდის წარმატების შემთხვევაში, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მიდგომა მსოფლიოს აეროპორტებში დაინერგება.

იტვირთბა....