საქარტველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არცევნებზე არავის მივცემა შესაძლებლობა პროვოკაციების სახით რაიმე სახის ჩრდილი მიაყენოს “ქართული ოცნების” გამარჯვებას.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
გახარიამ არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ღირსეული გამარჯვება.
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ არჩევნებს ღირსეულად, სამართლიანად მოვიგებთ და გავიმარჯვებთ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს არჩევნებში გამარჯვება, ღირსეულად გამარჯვება ვინმემ რაღაცა პატარა პროვოკაციით არ დაგვიჩრდილოს. ამიტომ მეტი მოთმინება უნდა გვამრთებდეს, არ გვჭირდება ჩვენ პროვოკაციები დღეს ისეთი მხარდაჭერა გვაქვს,’- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.