საქარტველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიამ ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალა, მაგრამ ამის მიუხედავად, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა არ გაჩერებულა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გრძელდებოდა როგორც გზების მშენებლობა, ისე სკოლების და საბავშვო ბაღების რემონტი,
„პანდემიამ ცოტა ხელი შეგვიშალა, მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, არც ერთი წუთით, არც ერთი დღით, სისტემური ინფრასტრუქტურული მუშაობა არ გაჩერებულა და ჩვენ ვაგრძელებდით როგორც გზების მშენებლობას, სკოლების და საბავშვო ბაღების რემონტს, ასევე ყველა იმ სამუშაოს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იცხოვრონ ღირსეულად.