ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

ჩიზბურგერი, ჰამბურგერი, როლი … „მაკდონალდსი“ გაძვირდა

„მაკდონალდსმა“ მენიუზე ფასი დაახლოებით 10 %-ით გაზარდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „კომერსანტი“ ავრცელებს.

გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა: ჩიზბურგერი, ჰამბურგერი, როლი, ნაგეტსი და ტოსტი.

მედიასაშუალებას კომპანიაში უთხრეს, რომ მსოფლიოში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის კურსის დევალვაციამ გავლენა იქონია ყველა სფეროზე, მათ შორის „მაკდონალდსის“ ბიზნეს საქმიანობაზე.

„მაკდონალდსს გააჩნია თავისი საფასო პოლიტიკა, რომლითაც ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ არსებულ ეკონომიკურ გარემოს და რომლის მიხედვითაც, მაგალითად, ბიგ მაკზე ფასი არ გაზრდილა“, – აცხადებენ რესტორანში.

იტვირთბა....