72 წლის მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, ტაქსის მძღოლია და ბავშვი სკოლაში დაჰყავდა. ამის შესახებ AMBEBI.GE წერს.
მამაკაცი 8 წლის ბავშვის მშობლებმა მის სკოლაში სატარებლად დაიქირავეს.
“დღეს დააკავეს, ტაქსის მძღოლია, გავიგეთ ბავშვთან გარყვნილი ქმედება ჩაუდენია. ცხრა წლის გოგონაა, ბებიასთან ცხოვრობს, მშობლები საზღვარგარეთ არიან. ეს კაცი ატარებდა სკოლაში და როგორც ამბობენ, ამ დროს ჩაიდინა გარყვნილი ქმედებაო.
კალთაში ისვამდაო, ბავშვს გაუმხელია თვითონ, ექსპერტიზაც ჩაუტარდა და ალბათ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს. ჩვენ ასეთი არაფერი შეგვიმჩნევია,”- აცხადებენ ადგილობრივები AMBEBI.GE-სთან საუბარში.
ცნობისტვის, მამაკაცი პოლიციამ გიშინ დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.