ქსნის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, რომლის შვილიც – ბექა ლელუაშვილი ფიქრობს, რომ დედამისი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ინფარქტის ნიშნებით „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.
როგორც ბექა ლელუაშვილი ამბობს, დედამისი 7 წლის განმავლობაში იყო სკოლის დირექტორი.
„მის გათავისუფლებას ვუკავშირებ ჩემს გააქტიურებას და მეგობრობას – ცეზარ ჩოჩელთან და კახა ოქრიაშვილთან. ექიმები გვეუბნებიან, რომ ინფარქტის ნიშნები აქვს, – განაცხადა ლელუაშვილმა.
მომხდარს გამოეხმაურა პლატფორმა 2020, რომლის წევრიც – ლაშა ფარულავა ამბობს, რომ გათავისუფლებულ დირექტორს იურიდიულად დაეხმარებიან.
„ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს შედეგის მიღებას, ეს ფაქტიც ამას უკავშირდება – ორკესტრირებულ მოქმედებასთან გვაქვს საქმე, ჩვენ დავეხმარებით საართლეებრივად. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამაში მონაწილება მიიღო განათლების სამინისტროს რესურსცენტრმა, რომელმაც პირდაპირ დანიშნა დროებითი წარმომადგენელი“. – თქვა ფარულავამ.
ფაქტზე ასოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძეც:
„მცხეთაში სკოლის დირექტორი გაუშვეს სამსახურიდან – ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ხარო.
ახლა, საავადმყოფოშია და მძიმეა..
წარმოუდგენელი ამბავია. ძალადობა და მუქარა“.- წერს ის.