ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თეა წულუკიანი ინიციატივით გამოდის, რომ კოდექსში სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი დაბრუნდეს

იუსტიციის ყოფილმა მინისტრი თეა წულუკიანი გამოდის ინიციატივით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ თეა წულუკიანმა  “ქრონიკაში” გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ამ მუხლის ამოღება მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდა საზღვართან დაკავშირებით 2007 წლის მარტში, და აპრილში ეს მუხლი ამოიღეს, იწვევს გაკვირვებას. როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, მე გამოვალ ინიციატივით, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს ჩვენს მატერიალურ კოდექსში და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არამედ ნებისმიერი საღად და ჯანსაღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ, 2007 წელს, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო მუხლი, რომელიც სახელმწიფოს ღალატს ეხებოდა.

იტვირთბა....