ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გურჯაანში 70 წლამდე კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელი რამდენიმე დღე არ უნახავთ, რის გამოც ერთ-ერთი მეზობელი სახლში შევიდა, პენსიონერი კი გარდაცვლილი დახვდათ.

ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115 – ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

იტვირთბა....