ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

72 წლის პირი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვისაა დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1948 წელს დაბადებული რ.ყ დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

უწყების ცნობით გამოძიების დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით – გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ

იტვირთბა....