ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Edison Research: მოსახლეობაში ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯარს, ეკლესიასა და NCDC-ის აქვს

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-მა მოსახლეობაში კვლევა ჩაატარა. კითხვაზე რომელ ინსტიტუტს ენდობით ყველაზე მეტად, აღმოჩნდა, რომ მოქალაქეები ყველაზე მეტად ჯარს, ეკლესიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ენდობიან.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობაში ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს პოლიტიკურ პარტიებს, პრეზიდენტს და ბანკებს ენდობა.

ჯარს ენდობა 89%; არ ენდობა – 11;

ეკლესიას ენდობა – 85%; არ ენდობა – 15%;

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს ენდობა – 71%, არ ენდობა – 29%;

პოლიციას ენდობა – 68%, არ ენდობა – 32%;

უნივერსიტეტებს – ენდობა 68%, არ ენდობა – 32%;

ქართულ მედიას – ენდობა – 68%, არ ენდობა – 32%;

პრემიერმინისტრი – ენდობა 62%, არ ენდობა – 38%;

სახალხო დამცველი – ენდობა 60%, არ ენდობა – 40%;

ადგილობრივი ხელისუფლება – ენდობა 59%, არ ენდობა – 41%;

მთავრობა (მინისტრთა კაბინეტი) – ენდობა 52%, არ ენდობა – 48%;

ცენტრალური საარჩევნო კომისია – ენდობა 55%, არ ენდობა – 45%;

არასამთავრობო ორგანიზაციები – ენდობა 51%, არ ენდობა – 49%;

საქართველოს პარლამენტი – ენდობა 49%, არ ენდობა – 51%;

საქართველოს პროკურატურა – ენდობა 47%, არ ენდობა – 53%;

სასამართლოები – ენდობა 46%, არ ენდობა – 54%;

პოლიტიკური პარტიები – ენდობა 42%, არ ენდობა – 58%;

საქართველოს პრეზიდენტი – ენდობა 41%, არ ენდობა – 59%;

ქართული ბანკები – ენდობა 40%, არ ენდობა – 60%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით  კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4500-მა ადამიანმა. შედეგების ცდომილება + – 1.5%-ია.

იტვირთბა....