ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Edison Research: მოსახლეობის მთავარი პრობლემები უმუშევრობა და სიღარიბეა

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-მა მოსახლეობაში კვლევა ჩაატარა. 

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63% ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. უმუშევრობის შემდეგ მოქალაქეების ყველაზე დიდი პრობლემა სიღარიბე და მზარდი ფასებია.

52% – სიღარიბეს;
43% – მზარდ ფასებს;
20% – ნარკომანიას;
18% – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს;
16% – კრიმინალს;
15% – კორონავირუსი;
12% – განათლებას;
12% – აზარტული თამაშებს;
11% – ჯანდაცვას;
7% – ემიგრაციას;
7% – კორუფციას;
6% – კანონის უზენაესობის ნაკლებობას;
2% – გარემოს დაცვის პრობლემებს;
1% – მედიის თავისუფლებას;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით  კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4500-მა ადამიანმა. შედეგების ცდომილება + – 1.5%-ია.

იტვირთბა....