ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-მა მოსახლეობაში კვლევა ჩაატარა. კვლევის ერთ-ერთი კიტხვა იყო, თუ რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ხოლო, 39% ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
ცნობისთვის, 15 სექტემბრის კვლევით, გამოკითხულთა 57% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 4500-მა ადამიანმა. შედეგების ცდომილება + – 1.5%-ია.