ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მალე მივიღებთ უივანიშვილო ოცნებას და უხელისუფლებო სახელმწიფოს” – დავით ჭიჭინაძე

“მალე მივიღებთ  უივანიშვილო „ქართულ ოცნებას“ და უხელისუფლებო სახელმწიფოში აღმოვჩნდებით”. – ასეთ განცხადებას ავრცელებს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ერთ მხარე გვეყოლება ადამიანების მცირე  ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისა და საკუთარი სიმდიდრის შენარჩუნება-გადარჩენას შეეცდება, ხოლო მეორე მხარეს,  ასი ათასობით სამსახურის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანი.

“ქვეყანა იმ მილიარდობით  ვალის პირისპირ აღმოჩნდება, რასაც „ოცნების“ მთავრობა იღებს და პარტიული მიზნებისთვის ასე „კეთილშობილურად“  არიგებს. დაპატიმრებებს რაც ეხება, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსგან სხვას რას უნდა ველოდეთ?! თანაც,  მარტის მერე ისედაც ყველა დაპატიმრებულები ვართ. თავისუფლება წაგვართვეს, ვისაც არ ეზარება ყველა ფეხებს იწმინდს ქვეყნის კონსტიტუციაზე და ამ ყველაფერს,  პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ ტაშისკვრით დაუჭირა მხარი”. – აცხადებს ჭიჭინაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ოცნების” ხელისუფლება ცუდად დაასრულებს.

 

იტვირთბა....