“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბიუჯეტის განხილვას აზრი არ აქვს. ეს ბიუჯეტი არის გადასაგდები ნაგავზე. ეს ბიუჯეტი ორიენტირებულია ოცნებაზე, მათ ბიზნესზე, ბიუროკრატიასა და მათ პოლიტიკურ ინტერესებზე.”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
ამის სესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ბიუჯეტში დატოვებულია ისეთი ხარჯები, რომელიც ხელისუფლების ბიუროკრატიულ და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
ცნობისათვის, მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შეიტანა.