საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებისთვის რეკომენდაციები სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.
მისივე განმარტებით, ეს რეკომენდაციები განსაზღვრავს ჯგუფში აღსაზრდელთა რაოდენობასაც.
„პერსონალი უნდა იყოს დატრენინგებული და უნდა ასწავლიდეს ბავშვს იმ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია ვირუსთან ბრძოლისთვის. მაგალითად – უკონტაქტო მისალმების ხერხი, შეჯიბრი ხელის დაბანაში და ა.შ“. – განაცხადა ბექა ფერაძემ და დასძინა, რომ სათამაშოების სახლიდან წამოღება აკრძალულია.
დღესვე ბექა ფერაძემ განაცხადა, როგორც სკოლამდელი, ისე საბავშვო ბაღების შემოწმება დასრულებულია, შედეგად კი სააღმზრდელო დაწესებულებებმა დღეს, 12 ოქტომბერს მუშაობა განაახლეს.
ფოტო: