ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 35 შემთხვევა, აქედან 21 – უკავშირდება N2 საჯარო სკოლას, სადაც ინფიცირებულია 17 მოსწავლე და 4 პედაგოგი. რის გამოც, სკოლა 10 ოქტომბრიდან, 12 დღით, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
როგორცსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში განმარტავენ, დაინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, მადონა ქასრაძე აცხადებს, მუნიციპალიტეტში პანიკის საფუძველი ამჟამად არ არსებობს, სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია, მთავარია მოსახლეობა დაემორჩილოს ეპიდემოილოგების მოთხოვნებს და დაიცვას ყველა დადგენილი წესი.
დღევანდელი მონაცემებით მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში იმყოფება 196, ხოლო საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 3 პირი.