ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არიან ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები

ბოლო 24 საათში, აჭარაში გარდაცვლილი სამი პაციენტიდან, ერთი 69 წლის ქალია, მეორე 67 წლის, მესამე კი 81 წლის მამაკაცია – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, გია კიკაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამივე მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

“81 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 18 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ -19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: ალცეჰიმერი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 11 ოქტომბერს.

მეორე პაციენტი, 69 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 30 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ -19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი 2, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 11 ოქტომბერს.

რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, მას აღენიშნებოდა „კოვიდ -19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა,” – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....