ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში 4 საბავშვო ბაღი არ გაიხსნა 

თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვენცელაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, ბაღებში უამრავი რეგულაცია შევიდა, იმისათვის, რათა ბავშვები სრულიად უსაფრთხო გარემოთი.

მისივე თქმით, დედაქალაქში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღის თანამშრომლებს კოვიდინფექცია დაუდასტურდათ, რის გამოც,  აღნიშნული ბაღები არ გაიხსნა.

„183 ბაღიდან გაიხსნა 179 ბაღი, 4 ბაღი არ გაიხსნა გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, – განმარტა კახაბერ გვანცალაძემ.

იტვირთბა....