ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსის გამო, თბილისში 4 ბაღი არ გაიხსნა

თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო, თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან 4 ბაღი  არ გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალიტებთან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

როგორც გვანცელაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციიით, ბაგა-ბაღებში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.

“ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა. ასევე, ინფრასტრუქტურულ და მეთოდოლოგიურ ნაწილშიც შეიცვალა ბევრი რამ, რომ უსაფრთხოება მაღალ დონეზე ყოფილიყო აყვანილი. 183 ბაღიდან გაიხსნა 179 ბაღი, 4 ბაღი არ გაიხსნა გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, – აღნიშნა კახაბერ გვანცალაძემ.

შეგახსენებთ, დღეიდან თბილისში ბაგა-ბაღები გაიხსნა.

იტვირთბა....