უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, გაუმჯობესდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ცნობისთვის, უკრაინის ექსპრეზიდენტი 3 ოქტომბერს ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი 29 სექტემბერს დაუდასტურდა.