ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დადასტურდა

ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან 17 არასრულწლოვანია და ერთი სკოლის მოსწავლეები არიან.

თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი.

მუნიციპალიტეტში ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 11 794-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6 327-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებისგან 7 ადამიანი გარდაიცვალი.

იტვირთბა....