აშშ-ში მოღვაწე 32 წლის ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეოთე შეხვედრა მოიგო. მისი მეტოქე ვენესუელელი ომარ მორალესი იყო. შეხვედრა აბუ-დაბისთან მდებარე “მებრძოლთა კუნძულზე” გაიმართა.
მესამე რაუნდში ჭიკაძემ მეტოქე ოქტაგონზე გადააგდო, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე დარტყმა შეასრულა, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. გამარჯვებულად ქართველი მებრძოლი დასახელდა.
ეს გიგა ჭიკაძისთვის UFC-ში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იყო.