თბილისში, თოიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს, რომელიც სასწავლო აღმოჩნდა. არსებული ინფორმაცით, ის სახლის მეპატრონემ იპოვა, რის შემდეგაც 112-ში დარეკა და შესაბამისი სამსახურები გამოიძახა.
სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე ამ დრომდე გამნაღმველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.