ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.
კლინიკის მენეჯერის თქმით, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა ის მოულოდნელად გარდაიცვალა.
მისივე თქმით, ჩვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.