ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“თუ ადამიანი მხოლოდ ამის გამო უნდა მიეცეს პასუხისმგებლობაში და სხვა მტკიცებულებები არ არსებოსბს, გული დამწყდება” – მეუფე გრიგოლი დავით გარეჯის საკითხს ეხმაურება

“ამბავი, რომელსაც მამა კირიონი ყვება უფრო ემოციური მხარეა, თუ ადამიანი მხოლოდ ამის გამო უნდა მიეცეს პასუხისმგებლობაში და სხვა მტკიცებულებები არ არსებოსბს, გული დამწყდება” – ასე ეხმაურება დავით გარეჯის საკითხს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.

საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

,,ეკლესიის პოზიციას მაშინ გავიგებ მეც და თქვენც, როდესაც სინოდი შეიკრიბება და იმსჯელებს. სინოდი ერთი წელია არ შეკრებილა. ჩემთვის ძალიან ძნელია რაღაცის თქმა და მე იმდენივე ვიცი, რაც თქვენ. მედია საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციით, ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა თავის სიმართლეს ამბობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია და ეს ჭეშმარიტება, ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, იმისთვის არსებობს. დღეს, ახლა და ამ წუთას ერთადერთი, რაც მე ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება ძალიან ბევრი კითხვაა , სხა ვერაფერს ვერ გეტყვით“,- აღნიშნა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვს საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შეგახსენბთ, რომ აღნიშნულ პირებს გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.

იტვირთბა....