ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საფრანგეთში ორი თვითფრინავის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ორი პატარა თვითმფრინავის ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული საჰაერო კატასტროფა 10 ოქტომბერს მოხდა.

უცხოური მედიის ცნობით, მცირე ზომის საფრენი აპარატი, რომელშიც ორი მგზავრი იყო ტურიდან 46 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ლოშში, საცხოვრებელი სახლის ახლოს ჩამოვარდა. მეორე თვითმფრინავი, Diamond DA40, ტურთან ახლოს დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე სამი ტურისტი იყო. ორი თვითმფრინავის მგზავრები დაიღუპნენ. თვითმფრინავების ჩამოვარდნის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილებზე 50-მდე მეხანძრეა მობილიზებული.

ასევე, მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია დეტალური ინფორმაცია მგზავრებისა და კატასტროფის მიზეზის შესახებ. პოლიციამ შემთხვევის გამოძიება დაიწყო.

ქალაქის მერის განცხადებით, ჰაერში მცირე ზომის თვითმფრინავების შეჯახება იშვიათი მოვლენაა.

ლოშის მახლობლად თითქმის არასდროს არ არის საჰაერო მოძრაობა. იშვიათი და დაუჯერებელი შემთხვევაა” – თქვა ქალაქის მერმა.

იტვირთბა....