შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვილილი დავით სისაურის შვილი თეა სისაური “ფეიბუქის” საშუალებით საბედისწერო ტურის გაუხმაურებელ დეტალებზე წერს.
metronome.ge – თეა სისაურის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„2020 წლის 23 აგვისტოს დილის 5:00საათზე თბილისიდან გავიდა სამარშუტო მანქანა (თვითმხილველების თქმით, უძველესი მანქანა, ვიზუალურად ეტყობოდა გაუმართაობა. რატომ დასხდნენ ასეთ მანქანაში? – ალბათ, ტურის ჩაშლის შერცხვათ) შატილის მიმართულებით, სადაც 16-კაციან სამარშუტო ტაქსში იმყოფებოდა 20 ადამიანი. ტურის ხელმძღვანელი და დამგეგმავი გახლდათ treveler.ge, ანუ შალვა ბოლოთაშვილი, რომელმაც თანხა ჩაარიცხინა დავით სისაურს 280 ლარი პირად ანგარიშზე და არა ორგანიზაციის ანგარიშზე, რაც ძალიან გასაკვირია.
17 მგზავრი გარდაიცვალა, 3 გოგონა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. Traveler.ge-ის და მისი ხელმძღვანელის უპასუხისმგებლობის და უყურადღებობის გამო დავკარგეთ ახლობელი ადამიანები ზოგმა შვილი, დედა, და, ძმა, მამა, ნათესავი.
შალვა ბოლოთაშვილი დღემდე აგრძელებს თავის საქმიანობას და საბედისწერო ტურებს გეგმავს, არც ერთი დღე არ შეუწყვეტია საქმიანობა და არც არავის აუკრძალავს. ველოდებით გამოძიებას, იმედს ვიტოვებ, რომ ზემოთ ხსენებულ კომპანია თავისი უპასუხისმგებლობის გამო დაღუპული ამდენი ადამიანის და მათი ოჯახის წევრების წინაშე აგებს პასუხს. ტურის მგზავრებს არც მძღოლი მოუძებნიათ და არც მიკროავტობუსი ყველაფერი თქვენი დაგეგმილი იყო ბატონო შალვა!”, – წერს თეა სისაური.
შეგახსენებთ, შატილში ავტოსაგზაო შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვლა 17 მგზავრი.