ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება” – პოლიტოლოგი სომხეთ- აზეირბაიჯანის კონფლიქტზე

“სწორად აქ იხსნება საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რადგან ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული მშვიდობით რეგიონში და ვიცავთ ნეიტრალიტეტს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პოლიტოლოგი აღნიშნული პოსტით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას გამოეხმაურა და დასძინა, რომ საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება.

„აზერბაიჯანმა უარი განაცხადა რუსი სამშვიდობო ძალების განლაგებაზე ყარაბაღში. ეს ლოგიკურია ორი მიზეზით:

1. რუსეთი და სომხეთი ერთი სამხედრო ბლოკის წევრები არიან.

2. დღევანდელ გამყოფ ზოლზე საზღვრის ფიქსაცია და კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია.

აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე შესაძლოა დათანხმდეს რუსეთის მონაწილეობაზე ამ პროცესში მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს იქნება რუსულ-თურქული სამშვიდობო მისია.

ეს ძნელად წარმოსადგენია.

ასევე, ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთი რეგიონში შეუშვებს დასავლეთს.

სწორად აქ იხსნება საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რადგან ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული მშვიდობით რეგიონში და ვიცავთ ნეიტრალიტეტს. ეს იმ პირობით, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ თვითონ არ აიფეთქა თავი რაიმე სიბრიყვეზე, რისი სიმპტომებიც სამწუხაროდ უკვე გვაქვს”,- წერს ხუხაშვილი.

 

იტვირთბა....