დღეს, ორტა-სანჯულიოს კუნძულზე ინგლისური გამოცემის “Poetry on the lake”-ის და UNESCO- ს კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
აღნიშნულ ცერემონიაზე პოემისთვის „ბარაქიანი მიწა“ ფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დრაკონით” პოეტი დათო მაღრაძე დაჯილდოვდა.
მას აღნიშნული ჯილდო გამორჩეული შემოქმედებისთვის მიენიჭა, რამაც მისი ქვეყნის ლიტერატურის მიმართ სამყაროს ყურადღება გაზარდა.