თბილისის 126-ე სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც სკოლის დირექტორმა, ირინე მჭედლიძემ განაცხადა მოსწავლო სკოლაში ორშაბათის შემდეგ არ ყოფილა. აღნიშნულის მიუხედავად პირველი კლასის სასწავლო პროცესი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
“გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია. ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება”, – აცხადებს ირინა მჭედლიძე
შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 162-ე სკოლის მოსწავლეს.
ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლესაც. თუმცა აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა.
თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი ერთ-ერთ მოსწავლესა და სკოლის თანამშრომელს დაუდასტურდა.