ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერი მიკტიბეკ აბდილდაევი თანამდებობას ტოვებს

ყირგიზეთის პარლამენტის სპიკერი მიკტიბეკ აბდილდაევი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ  გამოცემა Reuters-ი  იუწყება.

გამოცების ინფორმაციით, მიკტიბეკ აბდილდაევმა საკანონმდებლო ორგანოს დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გადადგება.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის პარლამენტი დღეს ახალი მთავრობის დასანიშნად შეიკრიბა. ამასთან, მთავრობის შეკრებამდე ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი დამირ საგინბაევი და მისი მოადგილე ომურბეკ სუვანალიევი.

 

 

იტვირთბა....