ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დედაქალაქ ბიშკეკში მომხდარ არეულობებთან დაკავშირებით დააკავეს. – აღნიშნული განცხადება ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა.

მათივე ცნობით, ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბიშკეკში მასობრივი არეულობების ორგანიზების გამოძიების საფუძველზე დააკავეს.

ამასთან, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. პროკურატურა დანაშაულში თანამონაწილეებს ეძებს.

ინფორმაციისთვის, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში, ქვეყანაში არსებული მასობრივი არეულობების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ, საპროტესტო ტალღის ფონზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა, რასაც საპროტესტო გამოსვლები და მღელვარება მოჰყვა. 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. 

იტვირთბა....