კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, 11 ოქტომბერს მებრძოლთა კუნძულზე ომარ მორალესს დაუპირისპირდება.
სპორტსმენი აცხადებს, რომ ქვეყანას სიამაყით წარადგენს და ბრძოლის დროს თავს არ დაზოგავს.
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვარ აბუ-დაბიში ერთ-ერთ კუნძულზე, რომელსაც უკვე მებრძოლთა კუნძულს ეძახიან. ძალიან საინტერესო გამოცდილებაა აქ ყოფნა,ბევრ პოზიტივს ვღებულობ და ვემზადები ბრძოლისთვის. წონა ჩავაბარე და უკვე ვიწყებ ბრძოლისთვის აღდგენას. ჩემს მეტოქეს რაც შეეხება, ომარ მორალესი ნამდვილად ძალიან ძლიერი მეტოქეა და ძალიან ბევრი მას მიიჩნევს ფავორიტად, რადგან არის სტრაიკერი, რაც ნიშნავს რომ ფეხზე დამდგარი იბრძვის.ომარს აქვს 10 ბრძოლა და არცერთი წაგება , სწორედ ამის გამო ანიჭებენ მას უპირატესობას. მან ერთ-ერთ ლათინურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩემთვის სიურპრიზი აქვს მომზადებული და ვნახოთ რა გამოუვა.
ჩემი გეგმა არის რომ აუცილებლად ვადამდე ადრე გავიმარჯვო, რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მაგრამ როგორც იცით ჩემი ბრძოლის სტილი ისეთია, რომ ვცდილობ ნოკაუტით დავამთავრო ბრძოლა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენ გასახელოთ რადგან ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სიამაყით წარვადგენ ჩემს ქვეყანას და გულშემატკივრებს UFC-ის არენაზე. ასე რომ დაველოდოთ ბრძოლას.“ – განაცხადა გიგამ.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში. სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ UFC-ის თვალი ადევნონ და გიგას უგულშემატკივრონ ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე. „აჭარაბეთი“ გიგას ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს!