თბილისი-ჟინვალის გზაზე ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას ერთ-ერთ ავტომობილს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა. მგზავრებმა გადმოსვლა მოასწრეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.