“პრემიერმა, ღარიბაშვილმა გამოძიება დაიწყო და რომ გადადგა, გამოძიება შეჩერდა“, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა, კირიონმა „პოლიტმეტრის“ ეთერში კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
როგორც არქიმანდრიტმა გადაცემაში განაცხადა, რუკა, რომელზეც გამოძიება საუბრობს მან 2015 წელს მოიძია და ამის შესახებ თანამდებობის პირები ინფორმილებულები იყვნენ.
“2015 წელს მოვიძიეთ რუკის ასლი. ეს პრობლემაა, რომ შეჩერდა გამოძიება. რუკის თაობაზე მისაუბრია პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, ბახტაძესთან. რუკას არ მალავდნენ, მე ვეუბნებოდი რომ გამოძიება გაეგრძელებინათ”, – განაცხადა მამა კირიონმა.
ამასთან, კითხვაზე მალავდნენ თუ არა რუკას და რატომ არ უხსებია ის ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლის განმავლობაში, არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი თანამდებობაზე აღარ იყო.
“პრემიერმა ღარიბაშვილმა გამოძიება დაიწყო და რომ გადადგა, გამოძიება შეჩერდა” – აღნიშნა მამა კირიონმა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრია დაკავებული. მათ გამოძიება უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედევება.
ასევე, პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ამასთან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.