ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ეს ხალხი ცუდად მიცნობს” – სააკაშვილი საბერძნეთში თანამემამულებთან შეხვედრის შესახებ

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში თანამემამულებთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქ” პოსტში აღნიშნავს, საბერძნეთის დედაქალაქში, ათენში, დაგეგმილი შეხვედრის დროს პროვოკაციებს ელოდება.

“ამ შეხვედრის შესახებ ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასწარ გაიგო და კალაძის მეშვეობით დაავალა ადგილობრივ ქართველ კრიმინალებს, რომლებიც საბერძნეთში მრავლად არიან, შეხვედრის წინ და შეხვედრის განმავლობაში პროვოკაციის მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ. მივიღე უამრავი რჩევა, რომ მე შეხვედრაზე მისვლისგან თავი შემეკავებინა და საბერძნეთში საერთოდ არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ხალხი ცუდად მიცნობს ვინც ამ პროვოკაციას აწყობს და ვინც ამ რჩევებს მაძლევს. შეხვედრა აუცილებლად გაიმართება და უმაღლეს დონეზე ჩატარდება. სულ მალე საბერძნეთში და სულ მალე საქართველოში”, – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....