„გამორიცხულია მძევლად აიყვანო ადამიანები და ილაპარაკო მართლმადიდებლობაზე. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ეუბნებიან, რომ შენი სამშობლოს მიწები გადაეცი სხვა ქვეყანასო და უმძიმეს ბრალს სდებენ. ასეთი ბრალდებით შეიძლება ადამიანს ფსიქიკა შეერყეს. მე არ მინდა, რომ არჩევნებზე ადამიანები მსხვერპლად შესწიროს ვიღაცამ თავის საარჩევნო კონიუნქტურას. არ შეიძლება, რომ ქართულმა ოცნებამ ასეთი ემოციური თემების სპეკულაციით მიაღწიოს საარჩევნო შედეგს. ეს არ არის მორალურად სწორი და მათ მოუბრუნდებათ“.
გედევან ფოფხაძე, „ჩვენი საქართველოს სოლიდარობის ალიანსის“ წევრი
ამის შესახებ მან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა
„ფორმულას“ ეთერი